თამარ ხახიშვილის კვლევითი მივლინება ჰარვარდში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თამარ ხახიშვილის კვლევითი მივლინება ჰარვარდში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი წლებია წარმატებით ახორციელებს ახალგაზრდა მკვლევრების, პოსტდოქტორანტების კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამას და ამით ქმნის კიდეც მათი წარმატების ისტორიას.

 

თამარ ხახიშვილი - გრუნის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებული და პოსტდოქტორანტი, წარმატებით განაგრძობს მუშაობას კვლევით პროექტზე და გეგმავს მონოგრაფიის გამოცემას ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა „ინდუსტრია 5.0-ის გავლენა ქვეყნების კონკურენტუნარიანობაზე“.

 

საკვლევ თემასთან დაკავშირებით ინტერვიუს მოსამზადებლად მკვლევარი სექტემბერში, გრუნის ფინანსური მხარდაჭერით, იმყოფებოდა ბოსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.

 

პოსტდოქტორანტმა ინტერვიუ ჩაწერა პროფესორებთან - მაიკლ ენრაიტთან და ლორენ კოენთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქალაქებისა და ქვეყნების კონკურენტუნარიანობის საკითხები და მათზე ახალი ინდუსტრიული რევოლუციის პერიოდის - ინდუსტრია 5.0-ის, გავლენა.

 

„შეხვედრები საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა, რაც, დარწმუნებული ვარ, მომცემს საშუალებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია შევმატო ჩემს კვლევას და შესაბამისად, მომავალ წელს გამოვცეთ მონოგრაფია სახელწოდებით: „ინდუსტრია 5.0-ის გავლენა ქვეყნების კონკურენტუნარიანობაზე, მადლობას ვუხდი გრუნის ამ შესაძლებლობისათვის...“ - განაცხადა თამარ ხახიშვილმა.

 

 სადოქტორო თემაზე მუშაობის დროსაც დოქტორანტს ქართველ მეცნიერებთან ერთად სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდა პროფესორი ქენეთ პოლ შარმანი.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი 2016 წლიდან აფილირებულია ჰარვარდის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლასთან და ამ ხნის განმავლობაში ერთობლივად არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდა.