გამოიცა გრუნის პარტნიორი ორგანიზაციის - სამართლის მეცნიერთა კავშირის, საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის -„სამართლის მაცნე“, მორიგი ნომერი (07/2023 N7 E ISSN 2667-9434).
ჟურნალში ნაშრომები ქვეყნდება creative commons ლიცენზიით (CC BY CA). აღნიშნულ ნომერში სტატიების ანტიპლაგიატის პროგრამით შემოწმებას მხარი დაუჭირა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, რომელმაც ამ ფორმით, კიდევ ერთხელ გამოხატა მუდმივი მზაობა სამართლის მეცნიერების განვითარების მიმართულებით. ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრები არიან გრუნის პროფესორები: მერაბ ტურავა, გიორგი თოდრია, ზურაბ ძლიერიშვილი, ვალერი ხრუსტალი, თამარ ვეფხვაძე, გოჩა ოჩიგავა.
გრუნი ულოცავს სამართლის მეცნიერთა კავშირს ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ მორიგი ნომრის გამოქვეყნებას.