საერთაშორისო დიალოგი: გამოწვევები აკადემიურ სისტემაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო დიალოგი: გამოწვევები აკადემიურ სისტემაში


31 აგვისტოს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის გაიმართა ვორქშოფი „საერთაშორისო დიალოგი: გამოწვევები თანამედროვე აკადემიურ სისტემაში".

 

ვორქშოფს უძღვებოდა ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი სევერინ ჰორნუნგი, რომელმაც მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სწავლის პროცესში, აკადემიური თავისუფლება, სასწავლო პროცესში სტუდენტებთან უკუკავშირის პროცესის მართვა და სხვა.

 

სწავლების პროცესში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ ისაუბრეს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორებმაც.

 

ვორქშოფის მონაწილეებმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთეს ყალბ სიახლეებზე და განიხილეს, თუ როგორ უნდა ასწავლონ სტუდენტებს ვალიდური წყაროების გარჩევა ყალბისაგან, როგორ უნდა მოხდეს პრაქტიკოსი სპეციალისტების უკეთ ინტეგრირება სასწავლო პროცესში.

 

ვორქშოფის ფარგლებში შედარებულ იქნა ავსტრიული და ქართული გამოცდილება, აღინიშნა ორი ქვეყანის საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევები.

 

ვორქშოფის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმისა და თბილისის კამპუსების პროფესორები და ამ საკითხებით დაინტერესებული პირები სხვა უნივერსიტეტებიდან.

 

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მადლობას უხდის დოქტორ სევერინგ ჰორნუნგს მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი თანამშრომლობისათვის.