ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის პროგრამის სტუდენტი - ხატია ტიტველაშვილი, USAID-ის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების ანაზღაურებად კონკურსში მონაწილეობდა და გაიმარჯვა.
სტაჟირების მიზანი იყო საქართველოში სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და პერსონალისა და სტუდენტების გადამზადება შესაბამისი პროფესიული მოთხოვნების გათვალისწინებით.
ტრენინგის პირველი თვე დაეთმო თეორიულ მომზადებას და სასტუმროს ოპერირების შესწავლას. ტრენინგის მომდევნო ოთხ თვეს სტუდენტები ჩაერთნენ პრაქტიკულ სწავლებაში, სასტუმროს ყველა დეპარტამენტის მუშაობაში.
USAID-ის სტაჟირების პროგრამაში გრუნის სტუდენტი ბიზნესისა და მართვის სკოლის უშუალო დახმარებით ჩაერთო და საუკეთესო შედეგისათვის სერტიფიკატიც გადაეცა.
ამგვარი სტაჟირება ხელს უწყობს სტუდენტის დასაქმებას მსოფლიოს წამყვან ბრენდულ სასტუმროებში.