2023 წლის 9 ივლისს, USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის ორგანიზებით, წყალტუბოში იურიდიული კლინიკური განათლების კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 15 უნივერსიტეტის წარმომადგენელი, რომლებიც კლინიკური იურიდიულ განათლების საკითხებსა და საკუთარი იურიდიული კლინიკების ფორმირებასა და განვითარებაზე მუშაობენ.
თანამედროვე იურიდიული კლინიკური განათლების გამოწვევებსა და მეთოდოლოგიაზე კონფერენციის მონაწილეებს თავისი გამოცდილება გაუზიარა ნორსვესტერნის უნივერსიტეტის პროფესორმა - ბრიჯიტ არიმონდმა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტიდან კონფერენციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე, სამართლის სკოლის დოქტორანტი - ქეთევან გაბრიჭიძე და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ცენტრის ხელმძღვანელი, სამართლის სკოლის დოქტორანტი - ნინა გერსამია, რომლებიც სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად ჩაერთნენ თემატურ საპანელო დისკუსიაში და იურიდიული კლინიკების განვითარების თაობაზე თავისი მოსაზრებები გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს.
კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე იურიდიული კლინიკური განათლების შემდგომი განვითარების თვალსაზრისით, რადგან კონფერენციის ფარგლებში გამართული თემატური საპანელო დიკუსიები და რეგიონული იურიდიული კლინიკების შეფასებები განსაზღვრავს USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მომავალ პროგრამულ ინტერვენციებს.