ნოტარიუსის საჯარო ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ნოტარიუსის საჯარო ლექცია


2023 წლის 3 ივლისს გრუნის სამართლის სკოლის სტუდენტებთან ნოტარიუსის პროფესიის მნიშვნელობისა და საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა ნოტარიუსმა, უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორმა თეა ედიშერაშვილმა.

 

საჯარო ლექციაზე ნოტარიუსმა ისაუბრა ქვეყნის სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სანოტარო სისტემის ფუნქციონირების განსაკუთრებული როლისა და იმ ბენეფიტების შესახებ, რასაც სისტემა სთავაზობს თანამშრომლებს.

 

საჯარო ლექცია ინტერაქტიული ფორმატით მიმდინარეობდა, სტუმარმა ამომწურავად უპასუხა სტუდენტების შეკითხვებს.

 

ლექცია გაიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატისა და სამართლის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით.