2023 წლის 3-10 ივლისს, გრუნის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები, ნანა ბიჭაშვილი და გიორგი ლუხავა, იმყოფებოდნენ სომხეთში, ქალაქ გიუმრში, საერთაშორისო ტრენინგკურსზე „ნაბიჯი წინ კონფლიქტების მართვისკენ”.
ერთკვირიან სასწავლო კურსში, რომელიც უკავშირდებოდა ახალგაზრდული ორგანიზაციების მუშაობასა და მოლაპარაკებებში კონფლიქტების მენეჯმენტს, გრუნის სტუდენტები ორგანიზაცია „დრონის“ მხარდაჭერით ჩაერთვნენ და კონფლიქტების მოგვარების და მშვიდობის შენარჩუნების არაერთი მეთოდი შეისწავლეს.
საერთაშორისო ტრენინგკურსი მიზნად ისახავდა მშვიდობის კულტურის გაზიარებას ახალგაზრდებს შორის, ახალგაზრდების ლიდერებს/მუშაკებს შორის მშვიდობის აღმშენებლობისა და ტრანსსასაზღვრო პრაქტიკის გაცვლის გზით.
აღნიშნული პროექტი, რომელიც სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ, გაიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრთან (YIC Armenia), ფონდებთან: Youth Initiative Centre NGO (სომხეთი)“ და "Nouveau Départ NGO" (საფრანგეთი) თანამშრომლობით, ევროკავშირის "Erasmus+" პროგრამის ფარგლებში.
ტრენინგკურსს სომხეთის, საფრანგეთის, საბერძნეთის, იტალიის, საქართველოს, ესტონეთისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.