გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი ტური რაჭაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი ტური რაჭაში


1-2 ივლისს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის უნივერსიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდა გასვლითი სასწავლო-შემეცნებითი ტური რაჭაში. ტური დაიგეგმა ტურიზმის პროგრამის ფარგლებში ასოცირებული პროფესორის მაკა ფირანაშვილის ხელმძღვანელობით. სტუდენტებმა მოინახულეს ნიკორწმინდის, ხოტევის, ბარაკონისა და მრავალძალის ტაძრები, შაორის წყალსაცავი, სიყვარულის ჩანჩქერი ამბროლაურის რაიონში, ონის სინაგოგა, უწერა, შოვი და სხვა ღირსშესანიშნაობები.

 

პროფესორმა ჩაატარა გასვლითი ლექცია რაჭის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიის შესახებ, ხოლო სტუდენტებმა პრაქტიკაში განახორციელეს აქტივობა ტურის პროექტირების უნარების განვითარებისთვის.

 

სტუდენტებისთვის გასვლითი პრაქტიკული მუშაობა პროფესიული თვალსაზრისით წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.