სტუდენტების ვიზიტი საქართველოს უზენაეს სასამართლოში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტების ვიზიტი საქართველოს უზენაეს სასამართლოში


2023 წლის 20 ივნისს, გრუნის სამართლის სკოლის სტუდენტები, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის - სამოქალაქო საპროცესო სამართლის, პრეკლინიკის ფარგლებში, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეწვივნენ.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, უნივერსიტეტის პროფესორმა-ზურაბ ძლიერიშვილმა, სტუდენტებს გააცნო სასამართლოს ისტორიული შენობა, სასამართლოს დაარსების ისტორია, მართლმსაჯულების მუზეუმში დაცული სამართლის უძველესი ძეგლები და საპროცესო მართლმსაჯულების განხორციელების დარბაზები, რომლის შემდეგაც სტუდენტები სასამართლო სხდომას დაესწრნენ.

 

სხდომის შემდეგ პროფესორმა სტუდენტებთან ერთად გაანალიზა სასამართლო სხდომის შედეგები, ისაუბრა საერთო სასამართლოების სისტემის, უზენაესი სასამართლოს განსაკუთრებულ როლისა და ფუნქციების, მოსამართლეთა უფლებამოსილებების, მიმდინარე საქმეებისა და უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკის შესახებ. სტუდენტებს მიეცათ შესაძლებლობა შეკითხვები დაესვათ მოსამართლისათვის და მიეღოთ ამომწურავი პასუხი.

 

შეხვედრა უმნიშვნელოვანესი იყო სამართლის სკოლის სტუდენტების პროფესიული კომპეტენციებისა და უნარ-ჩვევების განსავითარებლად.

 

სასამართლოში სტუდენტთა ვიზიტის ორგანიზება განახორციელა სამართლის სკოლის დეკანის მოადგილემ - ქეთევან გაბრიჭიძემ.