გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა ტურიზმის სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი პრაქტიკული მეცადინეობა ტურიზმის სტუდენტებისთვის


2023 წლის 11 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის, ეკოლოგიური და სათავგადასავლო ტურიზმის სილაბუსით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში, ჩატარდა ეკოსათავგადასავლო ტური არმაზის ხეობასა და არმაზის ციხეზე.

 

სტუდენტებმა დისციპლინის ხელმძღვანელთან, ასოცირებულ პროფესორ მაია მელაძესთან, ერთად ტურის განხორციელებამდე თეორიულად შეისწავლეს და დაგეგმეს გასავლელი მარშრუტი, რომელიც მოიცავდა არმაზის ხევის, ქართლის მეფეთა ერისთავების (პიტიახშების) რეზიდენციას, სამონასტრო კომპლექსსა და არმაზის ციხეს. გამოიკვლიეს საფეხმავლო-სათავგადასავლო მარშრუტის სირთულე და გაითვალისწინეს ამინდის შესაძლო ცვლილებები.

 

სასწავლო-პრაქტიკული მეცადინეობა წარმატებით ჩატარდა. სტუდენტებმა პროფესორის ხელმძღვანელობით დროულად გაიარეს წინასწარ დაგეგმილი მარშრუტი და ადგილზე გაეცნენ ეკოლოგიური და სათავგადასავლო ტურის თავისებურებებს.