2023 წლის 14-16 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, მსოფლიო ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტისა (WERI) და სევილიის უნივერსიტეტის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა XV საერთაშორისო კონფერენცია ეკონომიკაში - EconWorld2023@Tbilisi.
კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მეცნიერთა შეხვედრის ორგანიზება, იდეების გაცვლა, უახლესი კვლევების შედეგების განხილვა და მომავალი ერთობლივი თანამშრომლობისთვის ქსელის შექმნა.
3-დღიანი კონფერენციის მუშაობაში 50-მდე მონაწილე დარეგისტრირდა, მათ შორის: საქართველოდან, თურქეთიდან, ბრიტანეთიდან, სლოვაკეთიდან, ტაილანდიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან, ჰონკონგიდან და პორტუგალიიდან.
კონფერენციას ფასილიტაციას უწევდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, რექტორის მოადგილე სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.