გასვლითი ლექცია ტურიზმის სტუდენტებისთვის

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი ლექცია ტურიზმის სტუდენტებისთვის


2023 წლის 19 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის, ტურიზმის სატრანსპორტო მომსახურების სილაბუსით გათვალისწინებული აქტივობის ფარგლებში, ასოცირებულმა პროფესორმა, ერეკლე უგრელიძემ, ჩაატარა გასვლითი ლექცია ნატახტარის აეროპორტში.

 

აეროპორტში სტუდენტებს მიღება და მეგზურობა გაუწიეს ავიაკომპანია „აკ ეარ ჯორჯიას“ ადმინისტრაციულმა და ფინანსურმა მენეჯერმა - ირინა მღებრიშვილმა და მგზავრთა მომსახურების უფროსმა ოფიცერმა ანანო გოგისვანიძემ.

 

ადგილობრივი მნიშვნელობის ნატახტარის აეროპორტი მდებარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტში, საიდანაც სრულდება ფრენები ბათუმის, ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით.

 

აეროდრომი 30-50- მგზავრიან თვითმფრინავებს ემსახურება. ავიაკომპანია „აკ ეარ ჯორჯიას“ ე.წ. შვილობილი ტურისტული კომპანიაა „ვანილა სქაი“, რომელიც ონლაინ ყიდის ავიაბილეთებს და ორგანიზებას უკეთებს ნატახტარის აეროდრომიდან ტურებს ყაზბეგის, ხევსურეთის, თუშეთის მიმართულებით, ასევე , ავიატურებს სვანეთში. „Vanilla Sky“ - ს ექსკლუზიური მომსახურებაა - ავიატაქსი საქართველოში.

 

სტუდენტები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ავიაკომპანიის ტურიზმის მიმართულებით საქმიანობით, ჩამოსულ ტურისტთა საერთო რაოდენობით, ტურიზმის ცალკეული სახეობისადმი მოგზაურთა ინტერესით და სხვა.

 

გასვლითი ლექციები ეხმარება სტუდენტებს თეორიული ცოდნის განმტკიცებასა და პროფესიული უნარების განვითარებაში.