19 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე და რექტორის მოადგილე გიორგი მირიანაშვილი ბათუმის წარმომადგენლობას სტუმრობდნენ.
ვიზიტი რექტორის საათის ფარგლებში გაიმართა და მიზნად ისახავდა სტუდენტებთან პირისპირ შეხვედრას და საუბარს სტუდენტების მიერ დასმული საკითხების - სტუდენტური პროექტების, სასწავლო, სამეცნიერო თუ კულტურულ-სპორტული აქტივობების გარშემო.
რექტორმა სტუდენტებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და, ამავე დროს, ურჩია გამოიჩინონ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სწავლის მიმართ, მაქსიმალურად ჩაერთონ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში, სტუდენტურ ცხოვრებაში, დასაქმებისა თუ სტაჟირების პროგრამებში.
სტუდენტები კმაყოფილნი დარჩნენ რექტორთან შეხვედრით, მადლობა გადაუხადეს და მასთან ერთად გადაიღეს ფოტოები.
დიალოგში მონაწილეობდა ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი და ხელმძღვანელის მოადგილე გულო თურმანიძე.