20 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგელობის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა „საარჩევნო სამართლის“ სასწავლო დისციპლინის ფარგლებში ჩაატარეს იმიტირებული სასამართლო სხდომა ადმინისტრაციულ საქმეზე: მოთხოვნა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ;
სხდომა გაიმართა წარმომადგენლობის იმიტირებულ სასამართლო დარბაზში და მისი მიზანი იყო თეორიულად მიღებული ცოდნის პრაქტიკულად განმტკიცება. სასამართლო პროცესში ჩართვით სტუდენტებმა შეიძინეს პრაქტიკული უნარ-ჩვევები, დაეუფლენ საარჩევნო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, გაეცნენ სარჩევნო სისტემებს, საარჩევნო კანონმდებლობასა და მის აღსრულებას, არჩევნების როლს სამოქალაქო საზოგადოებაში.
სასამართლო პროცესისთვის სტუდენტთა მომზადება უზრუნველყო სამართლის სკოლის მიერ მოწვეულმა სპეციალისტმა, ბათუმის №79 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ დავით თოდრიამ.
სხდომას ესწრებოდა ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ამირან მესხიშვილი;