16 ივნისს გრუნისა და „ტრეიდერთა ჰაბს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტებს ექნება შესაძლებელობა პრაქტიკა აღნიშნულ ორგანიზაციაში გაიარონ და უშუალოდ დაეუფლონ საბირჟო ვაჭრობის სპეციფიკას.
მემორანდუმი, ასევე, გულისხმობს სამეცნიერო და პრაქტიკულ საკითხებში თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას.
„ტრეიდერთა ჰაბი“ წარმოადგენს სატრეიდინგო კომპანიას, რომელიც აერთიანებს 35 მონაწილეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვენიდან, 50 სასწავლო კურსს, ჰყავს 400-ზე მეტი კურსდამთავრებული და აქტიურად აფართოებენ თავიანთ ბიზნესს საქართველოს ბაზარზე.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI