თანამშრომლობა სამეცნიერო საკითხებზე

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობა სამეცნიერო საკითხებზე

12 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მხარდაჭერით, მოამზადა პროფესორების ონლაინშეხვედრა სამეცნიერო საკითხებზე თანამშრომლობის შესახებ, კერძოდ, საუბარი შეეხო ჩრდილოვანი ბანკინგის კვლევის ერთობლივი მეთოდოლოგიის დახვეწას და სამეცნიერო ნაშრომის შემუშავებას.

 

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია და პროფესორი თენგიზ თაქთაქიშვილი; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი დავით სიხარულიძე და ბრაგანცას უნივერსიტეტის პროფესორი ნუნო მოუტინიო.

 

მხარეები შეთანხმდნენ სისტემატურად განახორციელონ ონლაინშეხვედრები და ითანამშრომლონ სხვადასხვა აქტუალურ სამეცნიერო თუ პრაქტიკული საკითხებზე.