გრუნის პროფესორი სტუმრად „საქმიან დილაში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნის პროფესორი სტუმრად „საქმიან დილაში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის თანამშრომლობა პოტენციურ დამსაქმებლებთან, ახალი პარტნიორი და მემორანდუმი „რითეილ“ ასოციაციასთან, კომერციული გზამკვლევის წარდგენა და ბიზნესის საბაკალავრო პროგრამების განვითარების მიზნით გაწეული სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმიანობა განიხილეს 8 ივნისს გადაცემაში „საქმიანი დილა“.

 

BMG-ის მიწვევით, „საქმიან დილაში“ მონაწილეობდნენ: გრუნის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი მაკა ფირანაშვილი, „რითეილ“ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე - სოფიო ქაშაკაშვილი და კომერციული გზამკვლევის თანაავტორი - ია ნადირაშვილი.

 

მაკა ფირანაშვილმა ისაუბრა დასაქმებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში სამუშაო ძალის კვალიფიკაციის, უნარებისა და არსებული მოთხოვნების შესახებ, აღნიშნა საბაკალავრო პროგრამების მომზადებაში პოტენციური დამსაქმებლების ჩართვის აუცილებლობა და პარტნიორ ორგანიზაციებთან შეხვედრებისა და ტრენინგების როლი, რათა გრუნის კურსდამთავრებულები სათანადო ცოდნით აღჭურვილები შეუდგნენ პროფესიულ საქმიანობას.

 

„რითეილ ასოციაციის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს კომერციული გზამკვლევისა და გრუნისთან თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების შესახებ.