2023 წლის 27 მაისიდან ერთი კვირის განმავლობაში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს სტუმრობდა პოლონელი პროფესორი პეტრე მისტალი, რომელიც Erasmus+ -ის პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა იან კოხონოვსკის უნივერსიტეტიდან.
პოლონელმა პროფესორმა ლექციები წაიკითხა ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისათვის, ამასთანავე, შეხვედრები გამართა გრუნის აკადემიურ პერსონალთან, დაიგეგმა ახალი პროექტები და ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბატონ მისტალს წარმატებული ვიზიტისა და საინტერესო ლექციებისათვის.