ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტების შეხვედრა „Cenomi Retail“ -ის წარმომადგენლებთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტების შეხვედრა „Cenomi Retail“ -ის წარმომადგენლებთან


2023 წლის 8 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობას სტუმრობდნენ კომპანიის - „Cenomi Retail“, წარმომადგენლები.

 

შეხვედრაზე დამსაქმებლებმა სტუდენტებს გააცნეს ინფორმაცია კომპანიის შესახებ და ვაკანსიები 5 ძირითადი მიმართულების 250-ზე მეტი ვაკანტური ადგილით. ვაკანსიების გაცნობის შემდეგ დაინტერესებულმა სტუდენტებმა ადგილზე შეავსეს აპლიკაციები.

 

“Cenomi Retail“ მოდის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფოლიოს მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

 

საქართველოში კომპანია 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია, მათ შორის, ისეთების, როგორებიცაა: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Sergent Major, Monsoon, Zippy, Kiko Milano და ა.შ.

 

აღნიშნული კომპანიის მოწვევა და სტუდენტებთან შეხვედრის ორგანიზება უზრუნველყო ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში გულო თურმანიძემ.

 

შეხვედრის ბოლოს მოეწყო გათამაშება და სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.