გრუნი და გარემოს ეროვნული სააგენტო - მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გრუნი და გარემოს ეროვნული სააგენტო - მეცნიერების განვითარების კვალდაკვალ


6 ივნისს გარემოს ეროვნულ სააგენტოში გაიმართა ახალი და თავისი მნიშვნელობით უნიკალური სამეცნიერო გამოცემის - „ამინდი, კლიმატი და მათი ცვლილებების კანონზომიერებანი საქართველოს პირობებში", პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, როგორც პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გოჩა ოჩიგავა.

 

სამეცნიერო ნაშრომი დამსწრე საზოგადოების წინაშე წარადგინეს და მისი მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ ისაუბრეს ავტორებმა: ლ. ქართველიშვილმა, მ. ტატიშვილმა, ა. ამირანაშვილმა, ლ. მეგრელაძემ და ნ. კუტალაძემ. ოფიციალური შეხვედრის შემდეგ გაიმართა საზეიმო მიღება.

 

მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას, ბატონმა გოჩა ოჩიგავამ მადლობა გადაუხადა პროფესორ ლიანა ქართველიშვილს მოწვევისათვის და მიულოცა მას და ყველა თანაავტორს ახალი ნაშრომის გამოქვეყნება. გრუნის პროფესორმა იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის შემდგომი, ნაყოფიერი საქმიანობა ხელს შეუწყობს მეცნიერების ახალი დარგების განვითარებასა და სტუდენტების პრაქტიკული, სამეცნიერო უნარ-ჩვევების განმტკიცებას.

 

გარემოს ეროვნულ სააგენტო სულ რამდენიმე თვეა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორია და დროის ამ მცირე მონაკვეთში სტუდენტებისთვის უკვე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის: საჯარო ლექციები, პრეზენტაციები, სტუდენტების სტუმრობა კვლევით ლაბორატორიებში და სხვ.

 

სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრი.