თანამშრომლობის მემორანდუმი „რითეილ” ასოციაციასთან

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თანამშრომლობის მემორანდუმი „რითეილ” ასოციაციასთან


2023 წლის 7 ივნისს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერისტეტმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს „რითეილ“ ასოციაციასთან. შეთანხმება გულისხმობს ერთობლივ კვლევებსა და პრაქტიკულ სწავლებას სტუდენტებისთვის.

 

ასოციაცია ქვეყანაში საცალო სექტორის განვითარების მიმართულებით მუშაობს. საცალო სექტორის ბიზნესსუბიექტებს შორის თანამშრომლობა და მოკავშირეობა არის მისი პრიორიტეტი.

 

მემორანდუმის ხელმოწერის შემდგომ, ასოციაციის პრეზიდენტმა სოფიო ქაშაკაშვილმა სტუდენტებს წარუდგინა კომერციული გზამკვლევი, რომელიც განკუთვნილია ყველა მცირე და საშუალო მეწარმისთვის, ვისაც ორგანიზებულ საცალო მოვაჭრეებთან თანამშრომლობის გზით, სურს განავითაროს და გაზარდოს საკუთარი ბიზნესი.

 

გზამკვლევის ავტორებმა უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის რითეილის შესახებ საჯარო ლექციაც წაიკითხეს, თანამედროვე ტენდენციები და გამოწვევებიც გააცნეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.