ლისინ ჯგუფის შეთავაზება სტუდენტებს

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ლისინ ჯგუფის შეთავაზება სტუდენტებს


23 მაისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობას ეწვია “ლისინ” ჯგუფის ხელმძღვანელი კამბოჯიდან - ჰეივარდ იუნგი და საქართველოს რეგიონის HR-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია ბარბაქაძე.

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა „ლისინ“ ჯგუფის მიერ დაარსებული „ბათუმის ფესტივალის“ ფარგლებში, ზაფხულის მთელი სეზონის განმავლობაში, სხვადასხვა პოზიციაზე სტუდენტებისთვის დასაქმების შეთავაზება.

 

სტუმრებმა ახალგაზრდებს გააცნეს „ბათუმის ფესტივალის“ მთავარი მიზანი - მეტი ტურისტის მოზიდვა და “Night Market”-ის, როგორც ყველაზე პოპულარული კულტურული ტურისტული ადგილის საქართველოში, პოზიციონირება. სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია არსებული ვაკანსიების, შერჩევის წესის, სამუშაო განრიგის, ანაზღაურების, ტრანსპორტირებისა და სხვადასხვა მხარდამჭერი პირობების შესახებ.

 

ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ამირან მესხიშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს და იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტებსა და „ლისინ“ ჯგუფს შორის თანამშრომლობა შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო გაღრმავდება.

 

ლისინ ჯგუფის მოწვევა ბათუმის წარმომადგენლობაში უზრუნველყო ბათუმის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ ხარისხის უზრუნველყოფისა და სტუდენტური მხარდაჭერის საკითხებში - გულო თურმანიძემ.