ინფოტური სასტუმრო „ჰილტონში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინფოტური სასტუმრო „ჰილტონში“


13 მაისს ბათუმის წარმომადგენლობის ტურიზმისა და ფინანსების მიმართულების სტუდენტები, ასოცირებულ პროფესორ მაკა ფირანაშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდნენ ინფოტურში ბათუმის სასტუმრო „ჰილტონში“.

 

სასტუმრო „ჰილტონის“ ლიდერობისა და ტალანტების განვითარების მენეჯერმა ხათუნა ბოლქვაძემ სტუდენტებს გააცნო სასტუმროს სტრუქტურა და სტანდარტები, დაათვალიერებინა სასტუმროს ქართული რესტორანი „პელიონი“, კაფე „თანდილა“ და სქაი ბარი „ნეფელე“, ასევე, სასტუმროში მდებარე საკონფერენციო ოთახები, სამზარეულო, სპა და სავარჯიშო დარბაზი, საპრეზიდენტო და ჯუნიორ სუიტის კატეგორიის ოთახები, ლაუნჯი მაღალი კლასის სტუმრებისათვის.

 

მენეჯერი ესაუბრა სტუდენტებს ბრენდის ისტორიის, „ჰილტონ ბათუმის“ დაარსებისა და სასტუმროს ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.

 

ინფოტური დაეხმარება სტუდენტებს სასტუმროს მენეჯმენტისა და საერთაშორისო ტურიზმის თეორიული საკითხების უკეთ ათვისებასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებაში.