Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
იტვირთება...
ესთეტიკური და ფუნქციური რეაბილიტაცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ესთეტიკური და ფუნქციური რეაბილიტაცია

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა და Partner of Ivoclar Academy Tbilisi აცხადებენ შემთხვევაზე დაფუძნებულ სწავლებას კლინიკურ ორთოპედიაში (CBL-ტრენინგი) „ესთეტიკური და ფუნქციური რეაბილიტაცია ადჰეზიური კერამიკული რესტავრაციებით“

 

კურსი განკუთვნილია ექიმი- ორთოპედებისა და რეზიდენტებისათვის.

 

CBL-ტრენინგით მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა კლინიკურ ორთოპედიაში შეიძინონ, არა მარტო ფუნდამენტური თეორიული ცოდნა ადჰეზიური კერამიკული რესტავრაციების შესახებ, არამედ განამტკიცონ კლინიკური უნარების ფართო სპექტრი რესტავრაციულ სტომატოლოგიაში Ivoclar-ის პრემიუმ ხარისხის სარესტავრაციო მასალებით.

 

ინტერაქციური სალექციო კურსი:

  • ადჰეზიური კერამიკული რესტავრაციების კლასიფიკაციები ფრონტალური და საღეჭი კბილებისთვის;
  • მინიმალური ინვაზიის კრიტერიუმები- როდის, როგორ და რატომ?
  • ციფრული ტექნოლოგიები ყოველდღიურ პრაქტიკაში;
  • სამუშაოს დაგეგმარების ეტაპები ესთეტიკური და ფუნქციური რეაბილიტაციის დროს;
  • ბუნებრივი ესთეტიკა თუ „ჰოლივუდის ღიმილი“?
  • პაციენტთან კომუნიკაციის ხელოვნება;
  • „ბერმუდის სამკუთხედი“-პაციენტი-ექიმი-ტექნიკოსი;
  • ვიტალური კბილების პრეპარირების ნიუანსები, კონტროლი სილიკონის გასაღებით;
  • ანაბეჭდი-ციფრული თუ ტრადიციული?
  • დროებითი კონსტრუქციები (Wax-up, Mock-up) პროგნოზირებადი შედეგის მისარწევად;
  • ფოტოპროტოკოლის როლი მუდმივი სამუშაოს ფერის შერჩევაში;
  • ადჰეზიური საფიქსაციო პროტოკოლი კონკრეტული კლინიკური ქეისის გათვალისწინებით.

 

Hand-on-ის ფარგლებში თითეულ მსმენელს საშუალება ექნება ინდივიდუალურად შეასრულოს მულაჟზე და რეალურ პაციენტზე შემდეგი სამუშაოები:

  • პრეპარირება დეფექტის ტიპის მიხედვით: ვინირისთვის, Inlay, Onlay, Overlay - კონსტრუქციებისთვის;
  • სილიკონის გასაღების დამზადება პრეპარირებისთვის და დროებითი კონსტრუქციებისთვის;
  • ანაბეჭდის აღება სხვადასხვა ტექნიკით;
  • პრესკერამიკული კონსტრუქციების ადჰეზიური ფიქსაცია.

 

ტრენერი:

მარიამ იანტბელიძე - 25-წლიანი გამოცდილების ექიმი-ორთოპედი, Ivoclar -ის ოფიციალური სპიკერი

 

ლექცია:

23.06.23, 10.00 - 18.00 სთ. ლექცია, მისამართი: გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ი.ენუქიძის #3;

 

პრაქტიკული კურსი:

24.06.23, 10.00 - 16.00 სთ. შალვა გოგიძის #1 (ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან);

26.06.23, 10.00 - 16.00 სთ. შალვა გოგიძის #1 (ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან);

30.06.23, 10.00 - 16.00 სთ. შალვა გოგიძის #1 (ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან) .

 

კურსის ღირებულება: ექიმებისთვის: ლექცია 300 ₾, პრაქტიკული კურსი 1300 ₾

რეზიდენტებისთვის: ლექცია 200 ₾, პრაქტიკული კურსი 800 ₾

 

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე 14 ივნისამდე.

 

სარეგისტრაციო ბმული

 

ტრენინგის საფასური უნდა ჩაირიცხოს უნივერსიტეტის ანგარიშზე ტრენინგის დაწყებამდე.

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

ს.ს. “თიბისი ბანკი”

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების დასახელება: შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004

 

საკონტაქტო ნომერი: 2 008 700; 591 44 02 04;