სატრენინგო კურსი დენტალურ იმპლანტაციაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სატრენინგო კურსი დენტალურ იმპლანტაციაში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის სასწავლო - კვლევითი და კლინიკური ცენტრი „გრუნივერსი“ აცხადებს კლინიკურ შემთხვევაზე დაფუძნებულ სწავლებას დენტალურ იმპლანტაციაში (CBL ტრენინგი).

 

კურსი განკუთვნილია იმპლანტოლოგებისა და ორთოპედებისათვის.

 

CBL ტრენინგის საშუალებით მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა რეალურ კლინიკურ გარემოში შეიძინონ და განამტკიცონ, არა მარტო ფუნდამენტური თეორიული ცოდნა, არამედ კლინიკური უნარების ფართო სპექტრი.

  • სწავლების პირველი კვირა დაეთმობა ინტერაქციურ სალექციო კურსს;
  • სწავლების მეორე - მესამე კვირის თითოეული დღე კი ითვალისწინებს:
    • დენტალური იმპლანტაციის ოპერაციაზე დასწრებასა და ასისტირებას;
    • კონკრეტული ქეისის განხილვას, მათ შორის, ატიპური კლინიკური შემთხვევების მკურნალობის ალტერნატიული გზების მოძიებასა და განზოგადებულ ანალიზს.
  • ტრენინგის ბოლო კვირა დაეთმობა Hands-on-ს.

 

ტრენერი: დავით ხიტირი, 32 -წლიანი გამოცდილების ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი, ორთოპედი, გერმანიის იმპლანტოლოგთა ასოციაციის DGZI -ის წევრი, თსუ -ის დოქტორანტი.

კურსი ტარდება 4 კვირის განმავლობაში, ყოველი კვირის:

ხუთშაბათს, 15.00 სთ. -დან -19.00 სთ. -მდე

შაბათს, 10.00 სთ. -დან - 14.00 სთ. -მდე

თარიღი: 10.06.23 - 10.07.23

სწავლების საფასურია: 3 650 ლარი.

ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატს.

 

ტრენინგში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე 8 ივნისამდე.

 

სარეგისტრაციო ბმული

 

ტრენინგის საფასური უნდა ჩაირიცხოს უნივერსიტეტის ანგარიშზე ტრენინგის დაწყებამდე.

 

ანგარიშის რეკვიზიტები:

 

სს “თიბისი ბანკი”

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების დასახელება: შპს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

ანგარიშსწორების ანგარიში - GE87TB0655236020100004

 

 

მისამართი: სტომატოლოგიის სასწავლო-კვლევითი და კლინიკური ცენტრი „გრუნივერსი“

მის: ბერბუკის 1

საკონტაქტო ნომერი: 2 008 700; 591 44 02 04;