კომპანია “ავტობანის“ დამფუძნებლის ვიზიტი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


კომპანია “ავტობანის“ დამფუძნებლის ვიზიტი გრუნიში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის კომპანია “ავტობანის“ დამფუძნებელმა- ბაკურ ხუნდაძემ, საჯარო ლექცია ჩაატარა.

 

მოწვეულმა სტუმარმა სტუდენტებს კომპანიის დაარსებისა და განვითარების ისტორია გააცნო, გაუზიარა საკუთარი გამოცდილება და უპასუხა მათ კითხვებს.

 

ამასთან ერთად, ავტობანის წარმომადგენლებმა ბიზნესის სკოლის სტუდენტებს მათთან არსებული ვაკანსიები გააცნეს, პროგრამის ხელმძღვანელთან ისაუბრეს სტუდენტების დასაქმების, სტაჟირებისა და პროფესიული პრაქტიკის კომპონენტის განსხვავებული ფორმით შეთავაზების შესახებ.

 

შეხვედრის დასასრულს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესის სკოლის სტუდენტები, საველე ლექციის ფარგლებში, ესტუმრებიან კომპანია „ავტობანს“.