ინტერდისციპლინური კვლევა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან ერთად

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ინტერდისციპლინური კვლევა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან ერთად

2-3 მაისს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ჟენევაში „განვითარების სამიტს" უმასპინძლა, რომელშიც სახელმწიფო დელეგაციები, ექსპერტები, მეცნიერები და ცნობილი ადამიანები მონაწილეობდნენ.

 

სამიტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მომავლის სამუშაო ადგილებს შეეხებოდა, რომელიც სპეციალური კვლევის სახით გამოიცა. კვლევის თანაავტორი და მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პარტნიორი საქართველოდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახლდათ.

 

ღონისძიებაზე პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსით მონაწილეობდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი ვახტანგ ჭარაია.

 

აღნიშნული თანამშრომლობა პირველია, სადაც ქართული საგანამანათლებლო სივრცის წარმომადგენელი მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმთან თანამშრომლობით ინტერნაციონალურ და ინტერდისციპლინურ კვლევას აქვეყნებს.

 

კვლევის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე - https://www.weforum.org/reports/the-future-of-jobs-report-2023/in-full