სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი - გრუნის პარტნიორი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი - გრუნის პარტნიორი


25 აპრილს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტსა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სოციალური მეწარმეობით უნივერსიტეტის პოზიციონირებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

 

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეთანხმდნენ:

  • სოციალური მეწარმეობის თემაზე საინფორმაციო სემინარებისა და შეხვედრების ორგანიზების შესახებ;
  • ვორქშოფების/შეხვედრების/სემინარების მეშვეობით გამოცდილების გაზიარების თაობაზე;
  • სოციალური მეწარმეობის არჩევითი აკადემიური კურსის ჩართვის შესახებ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაში და სხვა.

 

მემორანდუმი ხელს შეუწყობს უნივერსიტეტსა და ცენტრს შორის თანამშრომლობას, არა მხოლოდ თბილისის, არამედ რეგიონების მასშტაბით და ერთობლივი პროექტების განხორციელებას მთელ საქართველოში.