სტაჟირება ბრიტანულ კომპანია “Pensight“-ში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტაჟირება ბრიტანულ კომპანია “Pensight“-ში


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესსკოლის პირველი კურსის სტუდენტი, ანი არსენაძე, რომელმაც წარმატებით გაიარა შესარჩევი ეტაპები, ლონდონის სტარტაპკომპანია „Pensight-ში გაივლის სტაჟირებას.

 

ბრიტანული კომპანია 2021 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორია. Pensight-ი დაკავებულია დამოუკიდებელი ონლაინშემოქმედებით და ხელს უწყობს იუთუბერებს, პოდკასტერებს, მასწავლებლებსა და ქოუჩებს, რომ განავითარონ ურთიერთობები მიმდევრებთან და საზოგადოებასთან. მათ ახლახან გაუშვეს თავიანთი პლატფორმის ადრეული ვერსია და შეძლეს 3 მილიონი დოლარის მოზიდვა.

 

წარმატებული კომპანია ინვესტირებას განახორციელებს სტაჟიორის სწავლებაში და ანი არსენაძეს მისცემს შესაძლებლობას, ნახოს, თუ როგორ მუშაობს მაღალტექნოლოგიური კომპანია შიგნიდან და გააცნობს შესაძლებლობების სპექტრს, რომელიც ხელმისაწვდომია ამ ინდუსტრიაში. აღნიშნული საშუალებას მისცემს გრუნის სტუდენტს მიიღოს გამოცდილება მარკეტინის სფეროში და განივითაროს პროფესიული და საქმიანი უნარ-ჩვევები.

 

2023 წლის 21 აპრილს ანის შესაძლებლობა ჰქონდა უნივერსიტეტში პირადად შეხვედროდა Pensight-ის ზრდისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსს, თენგო მესხს, რომელიც ვიზიტით იმყოფება საქართველოში და ესაუბრათ მომავალი საქმიანობის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ: რექტორის მოადგილე, ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანი ვახტანგ ჭარაია, რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე, მენეჯმენტისა და მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი თენგიზ თაქთაქიშვილი.

 

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს ანის ამ დიდ წარმატებას და შემდგომ წინსვლას უსურვებს!