1-3 აპრილს ბიზნესისა და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის განხორციელდა სასწავლო-შემეცნებითი ტური თურქეთში. ტური დაიგეგმა სტუდენტებისა და ასოცირებული პროფესორების - მაკა ფირანაშვილისა და მაია მელაძის მიერ, ერთობლივად.
ტურში 45 სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებელი მონაწილეობდა. ტრაპიზონში მათ მოინახულეს სუმელას მონასტერი, უზუნგოლის ტბა, პატარა აია-სოფიას ტაძარი და სხვა ღირსშესანიშნაობები. ასევე, ეწვივნენ რიზეს ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტს. სამუშაო შეხვედრის შემდეგ ჩატარდა ტრენინგი საერთაშორისო ტურიზმის მიმართულებით (იხ. ბმული https://goo.su/vWPP). მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობის შესახებაც. სტუდენტებს გადაეცათ სერტიფიკატები.
ტური განხორციელდა უნივერსიტეტის თანადაფინანსებით.
სტუდენტები მშობლიურ უნივერსიტეტს წარუშლელი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდნენ.
სასწავლო-შემეცნებითი ტური დაეხმარება სტუდენტებს როგორც პროფესიული, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებაში.