გასვლითი ლექცია “რედისონ ბლუ ბათუმში“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გასვლითი ლექცია “რედისონ ბლუ ბათუმში“


გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ასოცირებულ პროფესორ ნინო ხახუბიასთან ერთად სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ იმყოფებოდნენ.

 

„მასპინძლობის მენეჯმენტის“ დისციპლინის ფარგლებში დაგეგმილ გასვლით ლექციას უმასპინძლა სასტუმრო რედისონის შეხვედრებისა და ღონისძიებების გაყიდვების სუპერვაიზერმა სოფო ფოფხაძემ.

 

სტუდენტები გაეცნენ სასტუმროს საქმიანობის სპეციფიკასა და სტრატეგიას, სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებსა და ურთიერთდამოკიდებულებას, სტუმრებთან ურთიერთობისა და მომსახურების ხარისხის სტანდარტებს, დაათვალიერეს სხვადასხვა კატეგორიის სასტუმრო ნომერი, საკონფერენციო დარბაზი და სპა.

 

სოფო ფოფხაძემ ისაუბრა საფასო პოლიტიკის შემუშავების პროცესში სეზონურობისა და დატვირთულობის მნიშვნელობაზე, კორპორატიულ და ინდივიდუალურ პაკეტურ შეთავაზებებზე, შეხვედრების დაგეგმვისა და ორგანიზების თავისებურებებზე, სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობებზე, განიხილა მასპინძლობის ინდუსტრიის სხვა სექტორებთან ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობა.

 

სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 

გასვლითი ლექციები გაგრძელდება მასპინძლობის ინდუსტრიაში მოქმედ სხვა ორგანიზაციებთან, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორთან.