გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის მიმართულების სტუდენტებს შსს აკადემიის მთავარი ინსტრუქტორი, პოლიციის მაიორი ოთარ ჯავახაძე ეწვია.
საჯარო ლექციაზე სტუმარმა ისაუბრა სპეციფიკურ და ამავდროულად, მნიშვნელოვან საკითხზე, განიხილა იარაღის ისტორია უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე.
სტუდენტები გაეცნენ მსოფლიოში იარაღის განვითარების ისტორიას, სხვადასხვა ქვეყნის (აშშ, იაპონია, ჩეხეთი, შვეიცარია, ინგლისი, ყაზახეთი, ავსტრალია) გამოცდილებასა და შესაბამის საკანონმდებლო რეგულაციებს, განიხილეს ამ საკითხთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტები.
საჯარო ლექცია ინტერაქციული ფორმატით ჩატარდა.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI