29 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა ახალგაზრდული ფორუმი - „მდგრადი განვითარებისა და ევროინტეგრაციისთვის”.
ღონისძიებაში გრუნისთან ერთად მონაწილეობდა „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები -საქართველო".
ფორუმი მიეძღვნა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებასა და საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების ჩართულობას, მათი ინოვაციური ხედვების წარმოჩენას.
გრუნიმ განსახილველად შეარჩია გაეროს მდგრადი განვითარების მე-8 მიზანი _ „ღირსეული სამუშაო/ეკონომიკური ზრდა“. ფორუმი სადისკუსიო-პანელური ფორმატით წარიმართა. სამართლისა და ბიზნესის სკოლების სტუდენტებმა განსახილველ თემასთან დაკავშირებით იმსჯელეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: „მწვანე ეკონომიკა“, „ღირსეული სამუშაო პირობები მდგრადი განვითარებისათვის“, „დასაქმებულთა შრომითი უფლებები“, „ტრეფიკინგი“ და ა.შ.
ფორუმის დასრულების შემდეგ გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველოს" შორის. მემორანდუმს ხელი მოაწერეს გრუნის რექტორმა ბატონმა მამუკა თავხელიძემ და „მწვანეთა მოძრაობის“ ხელმძღვანელმა ქალბატონმა ნინო ჩხობაძემ.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შვედეთის სამეფოს საელჩო საქართველოში.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI
სტრატეგია და მდგრადობა