საერთაშორისო გიდის მასტერკლასი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


საერთაშორისო გიდის მასტერკლასი


21 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ტურიზმის მიმართულების სტუდენტებისთვის გაიმართა საერთაშორისო გიდის მთვარისა თარხნიშვილის მასტერკლასი

 

მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა საერთაშორისო ტურიზმის როლზე საქართველოსა და თურქეთში. განიხილა ტრაპიზონში (თურქეთი) სასწავლო-შემეცნებითი ტურის ორგანიზაციული საკითხებიც.

 

ტური 1-3 აპრილს ტურიზმის პროგრამის თბილისისა და ბათუმის წარმომადგენლობის სტუდენტებმა ასოცირებულ პროფესორებთან მაკა ფირანაშვილთან და მაია მელაძესთან ერთად დაგეგმეს.

 

ტურის ფარგლებში სტუდენტები მოინახულებენ სუმელას მონასტრის, უზუნგოლის ტბის, ტრაპიზონის პატარა აია-სოფიას, გამართავენ სამუშაო შეხვედრასა და ტრენინგს რიზეს უნივერსიტეტში.

 

 ტური განხორციელდება უნივერსიტეტის თანადაფინანსებით.

 

სასწავლო-შემეცნებითი ტური დაეხმარება სტუდენტებს როგორც პროფესიული, ისე პრაქტიკული უნარების განვითარებაში.