ყოველთვის მემახსოვრება თქვენი წვლილი ჩემს წარმატებაში...

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ყოველთვის მემახსოვრება თქვენი წვლილი ჩემს წარმატებაში...

ელენე სვანიძე გრუნის სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტია. გაცვლითი პროგრამით ის ერთი წელი სწავლობდა პარტნიორი - სიანს პო რენის, უნივერსიტეტში, რომელიც სულ ახლახან წარმატებით დაასრულა, იქ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების გამო ელენე უზომოდ მადლიერია მშობლიური უნივერსიტეტისა და პროფესორ-მასწავლებლების:

 

„მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის, სამართლის სკოლისა და უცხოური პროგრამების ხელმძღვანელის მიმართ. მათი მხარდაჭერის გარეშე, მე არ მექნებოდა ეს გასაოცარი შესაძლებლობა.

 

მაგისტრატურაში ჩაბარებისას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტზე არჩევანი სწორედ საფრანგეთთან მჭიდრო თანამშრომლობისა და გაცვლითი პროგრამების გამო გავაკეთე.

 

მადლობელი ვარ იმ დროის, ენერგიისა და რესურსისთვის, რომელიც უნივერსიტეტმა ჩადო ჩემს განათლებასა და პიროვნულ ზრდაში.

 

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მენტორს - ქალბატონ თამარ გაგოშიძეს, რომელიც საფრანგეთში გამგზავრებისა და იქ სწავლის მთელი პროცესის განმავლობაში მეხმარებოდა, არც ერთ ეტაპზე არ მქონია სირთულე მისი დამსახურებით. ყველა სტუდენტი, რომელიც ამჟამად იმყოფება საფრანგეთში ან ჩემს წასვლამდე იყო რენიში, მადლიერია მისი.

 

ასევე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ბატონ ამირან მოსულიშვილს. საფრანგეთში ყოფნისას მე ონლაინ ვსწავლობდი საქართველოშიც, რაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა და რომ არა ბატონი ამირანის მცდელობა, გამიჭირდებოდა ამ პრობლემების სწრაფად გადაჭრა, უშურველად მეხმარებოდა მთელი ერთი წლის განმავლობაში.

 

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა უნივერსიტეტსა და სამართლის სკოლას ყველაფრისათვის.

 

თქვენმა ხელმძღვანელობამ და მხარდაჭერამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებასა და აკადემიურ გამოცდილებაზე და მე ყოველთვის მემახსოვრება თქვენი წვლილი ჩემს წარმატებაში.

უღრმესი მადლობა!“

ელენე სვანიძე