2023 წლის 13 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერული კვლევისა და შემოქმედებითი ინიციატივის განვითარების ფონდმა შეაჯამა საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის შედეგები და მიიღო გადაწყვეტილება 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სამეცნიერო გრანტების კონკურსზე წარმოდგენილი ყველა საპროექტო განაცხადის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ.
ნაშრომები შეფასდა საკვლევი საკითხის აქტუალობის, კვლევის შედეგების თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის, პროექტში ჩართულ პირთა გამოცდილება/კომპეტენციის, კვლევის მეთოდების ორიგინალურობა/ეფექტიანობის შესაბამისად.
გამარჯვებული პროექტები:
- საქართველოს ტურიზმის სექტორში ციფრული პროდუქტების გამოყენების კვლევა (ხელმძღვანელი მაია მელაძე);
- ციფრული რეფერენდუმი: საჯარო მმართველობის ეფექტური მოდელირება (ხელმძღვანელი ხათუნა მურადიშვილი);
- პირის ღრუს ჯანმრთელობის შესახებ ცოდნის შეფასება ცალკეული რეგიონების მიხედვით (ხელმძღვანელი ნინო წილოსანი);
- პანდემიურ და პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოს საბანკო სექტორის განვითარების ტენდენციები და მისი ზეგავლენა ადგილობრივ ეკონომიკაზე (ხელმძღვანელი გიორგი ცუცქირიძე);
- ვიქტიმოლოგიის მნიშვნელობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისთვის (ხელმძღვანელი ხატია თანდილაშვილი);
- სოციალური შფოთვის ხარისხის ფიქსირებული განწყობისა და მალადაფტური კოგნიტური სქემების ურთიერთმიმართება (ხელმძღვანელი ნათია ბადრიშვილი);
საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსის მიზანია გრუნის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენა/წახალისება და ამ პროცესში სტუდენტების მონაწილეობის გაზრდა.
უნივერსიტეტი გამარჯვებას ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს პროექტის თითოეულ მონაწილეს!