2023 წლის 7 მარტს გრუნის სამეცნიერო კვლევების მართვის ცენტრისა და მედიცინის სკოლის ორგანიზებით, უცხოელი სტუდენტებისათვის გაიმართა საჯარო ლექცია: „შაქრიანი დიაბეტის დიაგნოსტირებისა და მართვის თანამედროვე პრინციპები“.
ლექციას უძღვებოდა ექიმი-ენდოკრინოლოგი, ენდოკრინოლოგიისა და კლინიკური უნარების მოწვეული ლექტორი - გვანცა მენოგნიშვილი.
საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს, წარმოებულ უახლეს კვლევებსა და მიღწევებს.
შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI