ა(ა)იპ სამართლის განათლებისა და ექსპერტიზის ცენტრი "მართლმსაჯულების სახლი" სულ ახლახან გახდა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პარტნიორი.
2023 წლის 24 იანვარს, თანამშრომლობის ფარგლებში, პირველი ღონისძიება გრუნის ბათუმის წარმომადგენლობაში გაიმართა.
აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა - თედო ჯაფარიძემ, განიხილა "ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, ისტორია და პერსპექტივები", ლექციას სხვადასხვა მიმართულების სტუდენტები ესწრებოდნენ.
ლექციის შემდეგ სამართლის ჯგუფის მსმენელებისთვის ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობა: „შესავალი სიტყვა სასამართლო პროცესზე".
ბათუმში შეხვედრა გაიმართა USAID-ის სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.