“გრუნითასი 2022“

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


“გრუნითასი 2022“


2022 წლის 24 ოქტომბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში დაიწყო შიდასაუნივერსიტეტო საფეხბურთო ტურნირი - “გრუნისთასი 2022”, რომელიც ტრადიციულად, ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით იმართება.

 

საფეხბურთო ტურნირში ერთმანეთს სხვადასხვა მიმართულების გუნდები ეპაექრებიან. ტურნირის წლევანდელი გამარჯვებული გახდა გუნდი „ადმინისტრაცია” (ალექსანდრე გოგილაშვილი, ზურაბ თევდორაშვილი, გიორგი კვარაცხელია, თორნიკე ოჩიგავა, ზურა თევზაძე), რომელსაც გადაეცა სამახსოვრო პრიზები.

 

გრუნის სტუდენტური თვითმმართველობა გამარჯვებას ულოცავს ადმინისტრაციას და მადლობას უხდის თითოეულ გუნდს ასპარეზობაში მონაწილეობის გამო.