გოგიტა თოდრაძის საჯარო ლექცია

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


გოგიტა თოდრაძის საჯარო ლექცია


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში ჩაატარა საჯარო ლექცია ბიზნესის და მართვის სკოლის სტუდენტებისთვის თემაზე: „საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები: არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები“.

 

შეხვედრას უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

გოგიტა თოდრაძემ მონაწილეებს პრეზენტაციის სახით გააცნო ქვეყანაში სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითადი მიმართულებები და ბოლო პერიოდში საქსტატში განხორციელებული ცვლილებები და სამომავლო გეგმები.

 

პრეზენტაციის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს.