ბიზნესიდეების კონკურსი გრუნიში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ბიზნესიდეების კონკურსი გრუნიში


23 დეკემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში, ბიზნესისა და მართვის სკოლის ორგანიზებით, გაიმართა ბიზნესიდეების კონკურსი.

 

კონკურსში მონაწილეობდა უნივერსიტეტის ყველა მიმართულების 8 გუნდი, მათ შორის, 5 თბილისიდან, ხოლო 3 ბათუმის წარმომადგენლობიდან.

 

სტუდენტების ნამუშევრებმა საერთო მოწონება დაიმსახურა, საინტერესოდ და დასაბუთებულად იყო წარმოდგენილი თითოეული პროექტის მნიშვნელობა და საჭიროება.

 

უნივერსიტეტის პროფესორებისა და მოწვეული ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული გუნდი - გოგიტა გოგრაჭაძისა და რუსუდან ანთაძის შემადგენლობით (ბათუმი) - რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ “ჭკვიანი სახლის“ პროექტი. ორივე გამარჯვებული ფინანსების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია.

 

კონკურსის მონაწილეებთან მუშაობას განაგრძობენ ექსპერტები, რათა სტუდენტებმა შეძლონ წარმოდგენილი პროექტების დახვეწა, სხვა საგრანტო კონკურსებში მათი წარდგენისა და დაფინანსების მოპოვების მიზნით.