კომპანია კარფური იწყებს მენეჯერთა მომზადების უპრეცედენტო პროგრამას, რომელიც მოიცავს 6-თვიან სწავლებას. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ სტუდენტებსაც, ისინი შეისწავლიან ზოგადი მენეჯმენტის, მარკეტინგის, ფინანსების, ლოჯისტიკის საკითხებს და პრაქტიკულად გაეცნობიან ყველა იმ ოპერაციას, რაც ხორციელდება კომპანიაში.
სწავლის პერიოდში სტუდენტები მიიღებენ ანაზღაურებას 700 ლარის (ხელზე) ოდენობით. ტრენინგების დასრულების შემდეგ სტუდენტები დასაქმდებიან მენეჯერულ პოზიციაზე.
აღნიშნული პროგრამის გასაცნობად და დეტალებზე სასაუბროდ კარფურის წარმომადგენლები სამშაბათს, 13 დეკემბერს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს ეწვივნენ.
ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებმა პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.