2022 წლის 1-2 ნოემბერს გრუნის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანს, პროფესორ ვახტანგ ჭარაიას წილად ხვდა პატივი ყოფილიყო იაპონია-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ბიზნესფორუმის მონაწილე და სპიკერი.
ფორუმში მონაწილეობდნენ: საქართველოს მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლები, იაპონიის ელჩი საქართველოში და საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა დარგით დაინტერესებული 50-მდე იაპონელი ბიზნესმენი.
პროფესორმა ვახტანგ ჭარაიამ შეხვედრაზე ისაუბრა იაპონიასა და საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობისა და იმ მიმართულებების შესახებ, რომლებიც მომდევნო წლებში აქტუალური იქნება ქართლ-იაპონურ ეკონომიკურ ურთიერთობებში, მათ შორის: თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის, პირდაპირი ავიამიმოსვლის, საქართველოს საპორტო, ენერგეტიკულ, ტექნოლოგიურ, სამრეწველო და სხვა დარგებში იაპონური ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობის შესახებ და ა.შ.

Docflow
Nexus students
Nexus profesors
Email
Gruni Card
Admission
Radio GRUNI