გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში შედგა სამართლის სკოლის დოქტორანტის ეკატერინე ნანდოშვილის დისერტაციის დაცვა თემაზე: „ანდერძის საფუძველზე წარმოშობილ ურთიერთობათა სამართლებრივი რეგულირება“.
დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევდნენ: სამართლის დოქტორი, პროფესორი ზურაბ ძლიერიშვილი და სამართლის დოქტორი, პროფესორი შალვა ქურდაძე.
საატესტაციო-საექსპერტო კომიტეტმა შესაძლებლად ჩათვალა - ეკატერინე ნანდოშვილს მიენიჭოს სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გადაწყვეტილება დასამტკიცებლად გადაეცა საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს.