2022 წლის 18 აპრილს გრ. რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის ორგანიზებით გაიმართა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია: „ტურიზმი და მენეჯმენტი: გამოწვევები და პერსპექტივები“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდნენ გრუნის თბილისისა და ბათუმის, აგრეთვე, კავკასიის საერთაშორისიო უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებმაც წარმოადგინეს საინტერესო მოხსენებები ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტის განვითარების, გამოწვევებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ
კონფერენციამ სამი ნომინაციის: საუკეთესო კვლევა, საუკეთესო პრეზენტაცია, საუკეთესი დებიუტი, მიხედვით გამოარჩია განსაკუთრებით საინტერესო ნამუშევრები:
საუკეთესო კვლევა:
I ადგილი
გიორგი გოგინავა: ტურიზმისა და ლოჯისტიკის კოლაბორაცია
თათია თავბერიძე: გამოწვევები ღვინის ტურიზმის სექტორში
II ადგილი
მენაბდიშვილი გოგა: თემატური ტურების მოდელირება მსოფლიოსა და საქართველოში
III ადგილი
სალომე ლომიძე: რაჭის ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები
საუკეთესო პრეზენტაცია:
I ადგილი
ანი ბეგოიძე: სამთო-სათხილამურო კურორტები და COVID 19 პანდემია
თეონა რეხვიაშვილი: ღვინის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები რაჭაში
II ადგილი
მამუკა თურმანიძე: ბათუმის ბულვარის ტურისტული პოტენციალი
III ადგილი
ანა ჩაჩავა: ეკოტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
საუკეთესო დებიუტი:
ლიზი ძიმისტარიშვილი: ჩვეულებრივი სოფლიდან ეკოტურისტულ ადგილამდე.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.