Not Found

The requested URL was not found on this server.


Apache Server at shop.top7788.com Port 80
ღონისძიება-პერფორმანსი „დავრგოთ ხეები მდგრადი განვითარების სასარგებლოდ’’

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


ღონისძიება-პერფორმანსი „დავრგოთ ხეები მდგრადი განვითარების სასარგებლოდ’’


2022 წლის 14 აპრილს, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ინიციატივით და სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით, რეგიონული პროექტის „დავრგოთ ხეები მდგრადი განვითარების სასარგებლოდ“ - “Plantons des arbres pour un developpement durable“ ფარგლებში, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა ღონისძიება - პერფორმანსი.

 

სტუდენტებმა ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წარმომადგენლებთან: თამარ ღარიბაშვილთან და საბინა ფაგესთან ერთად უნივერსიტეტის ეზოში დარგეს ხეები, ღონისძიების დასასრულს კი განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და პროექტები.

 

ამ აქტივობით AUF-ი კიდევ ერთხელ ადასტურებს უნივერსიტეტების მხარდაჭერას და მოუწოდებს ქართველ ახალგაზრდებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დასაცავად.

 

აღსანიშნავია, რომ გრუნი არცთუ დიდი ხანია ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია და მასთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა.