სტუდენტური ფართი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


სტუდენტური ფართი


გაზაფხულის დადგომისთანავე, სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, უნივერსიტეტის ეზოში, სტუდენტური ფართი ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა ყველა სკოლის სტუდენტი. იყო ბევრი მუსიკა, გართობა, სიმღერა. პანდემიის შემდეგ ეს პირველი გასართობი ღონისძიება იყო სტუდენტებისთვის და გამორჩეულად ამაღლებული განწყობით ჩატარდა. განსაკუთრებით დაუვიწყარი იყო ის პირველკურსელებისთვის, რომლებმაც, როგორც თავად თქვეს, ახლა იგრძნეს სტუდენტური ცხოვრების რომანტიკა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ეს საღამო ზედა კურსის სტუდენტებისთვისაც, მათ, ისე როგორც მსოფლიოს სტუდენტობამ, ბოლო ორი წელი პანდემიის პირობებში გაატარეს სტუდენტური წლები.

 

ღონისძიება ორგანიზებულად ჩატარდა და ბევრი პოზიტიური გამოხმაურებაც მიიღო. მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, თვითმმართველობა კვლავაც გააგრძელებს.