თვითმმართველობის შეკრება ბაკურიანში

გრიგოლ რობაქიძის სახელობის
უნივერსიტეტი


თვითმმართველობის შეკრება ბაკურიანში


საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის (SOA) ინიციატივით, მ/წ 25-28 მარტს, ბაკურიანში, პროექტის - სტუდენტური ბანაკი - 2022 - ფარგლებში ჩატარდა ამ ორგანიზაციის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთა შეკრება. ღონისძიებაზე მიწვეული იყო გრუნის თვითმმართველობის ხელმძღვანელობაც, რომელმაც საკუთარი ინიციატივები წარუდგინა და გაუზიარა გამოცდილება მეგობარ უნივერსიტეტებს.

 

საინტერესო შემეცნებით აქტივობებთან ერთად, მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტური საგრანტო პროექტების შესახებ და დაიგეგმა უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი პროექტების განხორციელება.

 

შეკრების მუშაობაში მონაწილეობდნენ გრუნის თვითმმართველობის პრეზიდენტი გიორგი ნიორაძე, ვიცე-პრეზიდენტი გუგა ოსიტაშვილი და თვითმმართველობის წევრი თიკო ხატოიანი.