2022 წლის 25-26 მარტს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია თემაზე: ევროპული თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის არქიტექტურა რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში.
კონფერენციაზე მოხსენებები წარადგინეს უნივერსიტეტის პროფესორებმა, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლებმა, დოქტორანტებმა და სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა. კონფერენცია გაგრძელდა ორი დღის განმავლობაში, მონაწილეებმა იმუშავეს აკადემიური და სტუდენტური პანელის ფარგლებში და განიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში მსოფლიო უსართხოების საკითხები და ის შედეგები, რომლებმაც შესაძლებელია შეუქცევადი პროცესები გამოიწვიოს მთელს მსოფლიოში.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ, რომელმაც ისაუბრა მიმდინარე მოვლენებსა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობისა და თანადგომის აუცილებლობის შესახებ.
კონფერენციის მომხსენებლებს გადაეცემათ 2-ენოვანი სერტიფიკატი.
კონფერენციას მოდერაციას უწევდა გიორგი მირიანაშვილი, სამართლის დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, საჯარო მმართველობის-სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი.