გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აფილირებულმა ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ცხოვრებაშვილმა მიმდინარე წლის 24 თებერვალს დაიცვა მეორე სადოქტორო დისერტაცია თემაზე «პერსონალურ მონაცემთა დაცვა და იურიდიული დოკუმენტების ავტომატიზირებული გადამოწმება“. მის საკვალიფიკაციო ნაშრომს ხელმძღვანელობდა პროფესორი დავიდ ნაკაში - საფრანგეთის უნივერსიტეტების გაერთიანების უფროსი წევრი, ცნობილი კრიპტოლოგი და მეცნიერი. დოქტორანტს მიენიჭა პანთეონ-სორბონის დოქტორის აკადემიური ხარისხი, ინფორმატიკის სპეციალობით. დაცვის პროცესი წარიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში.
როგორც თავად დისერტანტმა აღნიშნა, მის პროფესიულ წინსვლაში დიდი ღვაწლი მიუძღვის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს და პანთეონ სორბონის უნივერსიტეტის ინფორმაციული სიტემების მენეჯმენტის ფაკულტეტს, სწორედ ამ ფაკულტეტის დირექტორის - სელმინ ნურაკნის, შეთავაზების საფუძველზე, ნინო ცხოვრებაშვილი, როგორც კვლევებისა და სწავლების ატაშე, მეოთხე წელია კითხულობს ლექციებს სორბონის უნივერსიტეტში.
ნინო ცხოვრებაშვილმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა, აგრეთვე, სორბონის პარის 1-ის ინფორმატიკის ცენტრის დირექტორის, სადოქტრო დაცვის ჟიურის წევრის, ქალბატონ ბენედიქტ ლე გრანისა და პანთეონ სორბონის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების ვიცე - პრეზიდენტის კამილ სალინეზის მისამართით სადისერტაციო ნაშრომის მომზადებაში აღმოჩენილი დახმარებისათვის. ასევე, გრუნის პროფესორებისა და მისი ყოფილი ხელმძღვანელების, პროფესორების მიხეილ თოქმაზიშვილის, მიხეილ ჯიბუტისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოდგილის, კახაბერ ერაძის მიმართ, გაწეული პროფესიული და მორალური მხარდაჭერისთვის.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ულოცავს და შემდგომ წარმატებას უსურვებს ნინო ცხოვრებაშვილს პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაში.